ფრანგი ინტერიერის დიზაინერი, 53 წლის ანი, მოტყუების მსხვერპლი
გახდა,
როდესაც თაღლითებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „ბრედ პიტის“
იდენტობა მოირგეს და მას 830,000 ევრო გამოსძალეს.
2023 წლის თებერვალში Instagram-ზე დარეგისტრირების შემდეგ, ანის
„ბრედ პიტის დედის“ სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი
„ზუსტად მისნაირ ქალს ეძებდა“. ამის შემდეგ „ბრედ პიტის“ სახელით
მომუშავე თაღლითი ანის პირადად დაუკავშირდა და მისგან
ფულის გამოძალვა
დაიწყო.
თაღლითებმა ანის AI-ით შექმნილი ფოტოებიც გაუგზავნეს, სადაც „ბრედ
პიტი“ საავადმყოფოს საწოლში იწვა, რათა მისი ნდობა მოეპოვებინათ.
„
ამ სურათებს ინტერნეტში ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოვე. ვიფიქრე,
ეს სელფები მხოლოდ ჩემთვის გადაიღო,“ — ამბობს ანი.
ანი, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა მთელი დანაზოგი და განქორწინების
შედეგად მიღებული თანხაც, ამბობს: „ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი
მეპარებოდა, ისინი ახერხებდნენ ჩემს დარწმუნებას.“
სოციალურ ქსელებში შემთხვევამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ზოგიერთი ანის
დასცინის, თუმცა ბევრმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და
თაღლითური სქემების ამოცნობა დღეს ძალიან რთულია.
ფრანგულმა გაზეთმა Libération-მა ანის „გამაფრთხილებელი მაგალითი“
უწოდა და დასძინა: „ცხოვრება დღეს სავსეა ციფრული ხაფანგებით... და
AI-ის განვითარება მხოლოდ გაამწვავებს ამ სიტუაციას.“
წყარო: BBC News