მარნეული-შულავრის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 იანვრის ღამეს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. 

როგორც რადიო „მარნნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 276-ე მუხლით დაიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები