დაახლოებით ერთი თვეა, მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი
ერთი ავტობუსი აღარ დადის.
რამდენიმე დღეა პედაგოგები, რომლებსაც სოფელ კაჩაგანში ჩასვლა
აღნიშნული ტრანსპორტით უწევდათ, საგანმანათლებლო დაწესებულებამდე
ტაქსით მიდიან.
ერთ-ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, რომ ტაქსის საფასური 25 ლარია და
ყოველდღიურად აღნიშნული თანხის გადახდა რთული.
წითელ ხიდის მიმართულებით ორი მუნიციპალური ავტობუსი დადის. როგორც
რადიო „მარნეულს“ შპს მარნეულის „ავტოპარკის“ ხელმძღვანელმა, გიგა
ჯალაღონიამ უთხრა,
ავტობუსი, რომელიც წითელი ხიდის მიმართულებით დილის
საათებში დადიოდა, ძრავი გაუფუჭდა და აღდგენაზე მუშაობენ.
„ერთი ავტობუსი დადის ორის ნაცვლად. ძრავი არის დაზიანებული.
თითქმის შეკეთებულია, მალე დასრულდება. სავარაუდოდ, 3-4 დღეში, იქითა
კვირიდან. აღდგენის შემდეგაც შესამოწმებელი იქნება, შეიძლება კიდევ
რაღაც ხარვეზები იყოს და გამოსასწორებელი გახდეს. ასე, რომ ზუსტად ვერ
გეტყვით“ - თქვა გიგა ჯალაღონიამ.
ჯერჯერობით, უცნობია აღდგება თუ არა ტრანსპორტი ორშაბათს, 20
იანვრიდან.
თვითმმართველობა პედაგოგებს, რომლებსაც მარნეულის სკოლებში სიარული
სხვა ქალაქებიდან უწევთ, მგზავრობას ყოველთვიურად 50 ლარით
უფინანსებს. ადგილობრივი ტრანსპორტის გაფუჭების გამო ალტერნატივა
ტაქსია, რომელიც კაჩაგნის შემთხვევაში 25 ლარია. რაც იმას ნიშნავს,
რომ პედაგოგებს ერთი თვისთვის განკუთვნილი თანხა, ორ დღეს ეყოფათ.
/გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქვი/