მარნეულში ბოლო ორ თვეში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად
გარდაცვალების
ორი ფაქტი დაფიქსირდა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მტკიცებით ტრაგედია ორივე შემთხვევაში
გაზის
გაჟონვამ
გამოიწვია.
რადიო „მარნეულმა“ გაზმომარაგების კომპანია „სოკარში“ იკითხა, ტარდება
თუ არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გეგმური შემოწმებები და რა
შემთხვევაშია შესაძლებელი ცხელ ხაზზე დარეკვა.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, შემოწმებები წელიწადში ერთხელ,
გრაფიკის მიხედვით ტარდება და საეჭვო მოწყობილობების არსებობის
შემთხვევაში
რეაგირება ადგილზე ხდება.
„ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს (მარნეულში
მომხდარი შემთხვევის) ჩვენ ხელთ, რომ ვთქვათ დაზუსტებით, რომ გაზის
გაჟონვამ გამოიწვია ამ ადამიანების გარდაცვალება. შესაბამისად,
ექსპერტიზამდე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება შემოვლით
და ზოგადად შემოწმებებს, წელიწადში ერთხელ ხდება ყველა აბონენტთან
შემოწმება, მთავარია აბონენტი დაგვხვდეს სახლში და კარი გაგვიღოს. თუ
შემდეგ აღმოჩნდება, რომ იქ რაიმე სახის არასწორი მონტაჟია ან რაღაც
მსგავსია, ადგილზე ხდება დემონტაჟი, აქტის შედგენა. „ -
გვითხრეს „სოკარში“
"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს პრესსამსახურის ცნობით, თუ მოქალაქეს ეჭვი აქვს
მის საცხოვრებელში ბუნებრივი აირის სავარაუდო გაჟონვაზე, შეუძლია
დარეკოს ცხელ ხაზზე და მოითხოვოს შემოწმება.
სოკარის ცხელი ხაზია -
16 114
როდის ვრეკავთ ცხელ ხაზზე:
• ბუნებრივი გაზის სუნის არსებობისას;
• ბუნებრივი გაზის გაჟონვისას;
• გაზგამანაწილებელი მილის დაზიანებისას;
• ბუნებრივი გაზით გამოწვეული ხანძრისას;
• გაზის დანადგარების მწყობრიდან გამოსვლისას, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს
/ "საქორგგაზი"-ს ტექნიკური ჯგუფის გამოძახების ან კონსულტაციის
მიღების მიზნით;
• მრიცხველის დაზიანებისას, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს
ტექნიკური ჯგუფის გამოძახების მიზნით;
• მრიცხველის შესამოწმებლად, თუ თქვენი მრიცხველი გამართულად აღარ
მუშაობს;
• მრიცხველთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
• ქვითრის მიუღებლობის შემთხვევაში;
• მიმდინარე თვის დავალიანების გაგების მიზნით;
• თქვენს მისამართზე გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის
მიღების მიზნით;
• თქვენს მისამართზე გეგმიური სამუშაოების დასრულებისა და
გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;
• გადაუხდელობის გამო ან სხვა გარემოებებით შეწყვეტილი გაზმომარაგების
აღდგენის ვადების გაგების მიზნით;
• გაზმომარაგების ქსელში ჩართვის პროცედურებთან დაკავშირებულ
საკითხებზე;
• "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს თანამშრომლის
უფლებაგადაჭარბების ან სხვა ნებისმიერი გადაცდომის შესახებ;
• "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის მიღების მიზნით.