სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მიწების უფასოდ დახვნის პროგრამა იწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს უფასოდ დაუხნავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება 17 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი განსახილველად ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა გამოიტანა და თქვა, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა იმ პირებს, შეუძლიათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება.

“მარნეულის მუნიციპალიტეტში აგრარული განვითარების მიმართულების მიზნით სოფლის მეურნეობის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელიც არის მარნეულის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული, ვისაც აქვს 100 000 ქულამდე, ვეხმარებით მიწის ფართობების, 0,1 ჰექტრიდან 0,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების მოხვნის პროცესში უფასოდ. “
- თქვა აგილ ამირჯანოვმა.

მიწების დახვნას მუნიციპალური შპს “სუფთა მარნეული” უზრუნველყოფს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, ლერი მუმლაძემ რადიო “მარნეულს” განუმარტა, მიწების დახვნას მიმართვიანობის საფუძველზე დაიწყებენ. მსურველთა მონაცემებს სოფლებში მერის წარმომადგენლები შეაგროვებენ. ამით იხელმძღვანელებს “სუფთა მარნეული “და მიწებს 5 ერთეული ტრაქტორით ეტაპობრივად დაამუშავებს.

ლერი მუმლაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე წელია ხორციელდება. პირველ წელს 150 ბენეფიციარს, ხოლო გასულ წელს 75-ს მოემსახურნენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები