მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსმა მუშაობა განაახლა
მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავმა ავტობუსმა მუშაობა განაახლა.

ტრანსპორტი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაფუჭებული იყო, შეაკეთეს. რადიო „მარნეულმა“ ავტობუსის გაფუჭების შესახებ სტატია 16 იანვარს მოამზადა. მაშინ, როდესაც პედაგოგმა მიმართა და უთხრა, რომ ტრანსპორტის არარსებობის გამო მასწავლებლებს კაჩაგნის სკოლამდე მისვლა ტაქსით უწევდათ, რაც მათთვის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 

16 იანვარს დავურეკეთ მუნიციპალური კომპანიის „ავტოპარკის“ ხელმძღვანელს გიგა ჯალაღონიას, რომელმაც
გვითხრა, რომ ავტობუსს ძრავი ჰქონდა დაზიანებული და მის შეკეთებაზე მუშაობდნენ.

როგორც დღეს, 20 იანვარს, გიგა ჯალაღონიამ რადიო „მარნეულს“ განუმარტა, მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი მარშრუტებს შეუცვლელი გრაფიკით შეასრულებს.

აღნიშნული მიმართულებით ორი ერთეული ავტობუსი დადის.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები