მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წლის
გაცილების კარნავალის მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით
გადაწყვიტა.
მარნეულის მერიამ „ახალი წლის გაცილების“ კარნავალის ჩატარების
ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის პირველი ტენდერი 2024 წლის
25 დეკემბერს გამოაცხადა, მაგრამ მასში მონაწილეობა კომპანიებს არ
მიუღიათ.
რადიო „მარნეულს“ 26 დეკემბერს მარნეულის მერიაში უთხრეს, რომ
ღონისძიება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მიერაა ორგანიზებული.
მისი ჩატარება, ბიუროკრატიული მიზეზების გამო 2024-ში ვერ ხერხდებოდა
და
აქტივობები მომავალი წლის იანვარში გაიმართებოდა. მათივე თქმით,
ტექნიკური შეცდომაა ტენდერის სათაურში. „ახალი წლის გაცილების “
ნაცვლად, „ძველი წელის გაცილება “ უნდა იყოს მითითებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ეტაპზე ორ
კომპანიასთან ა(ა)იპ ერთიანი კავკასია და შპს მიქს სტუდიოსთან
აწარმოებს მოლაპარაკებებს. გამარტივებული შესყიდვის თაობაზე
შეთანხმებაში არსებული დოკუმენტაციების მიხედვით, ადგილობრივმა
თვითმმართველობამ გადაწყვიტა სამუშაოები პირდაპირი წესით
შეისყიდოს.
„ძველი წლის გაცილების კარნავალი“ არის თემატური
ღონისძიება, ასოცირდება ახალი წლის დღესასწაულთან , შესაბამისად მისი
შინაარსიდან გამომდინარე არ ექვემდებარება გადადებას.
მიზანშეწონილია გადაუდებელი აუცილებლობის გზით მოხდეს ზემოთაღნიშნული
მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვა“. - აღნიშნულია
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის
უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებლის დავით აროშიძის მიერ მერისათვის, კენან
ომაროვისათვის მიწერილ მოხსენებით ბარათში
„ძველი წლის გაცილების კარნავალი“ მარნეულში 24-დან 30 იანვრამდე
პერიოდში გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზებისათვის მარნეულის მერია 12 400 ლარს
დახარჯავს.
რადიო „მარნეული“