შენი სარწყავი წყალი - ფოტო კონკურსი მარნეულელებისათვის
მარნეულში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა „მწვანე განვითარების ჯგუფი - კერა“ ფოტო კონკურსი გამოაცხადა. ფოტო კონკურსის თემა სარწყავი წყალია.

„გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ „მწვანე განვითარების ჯგუფი - კერას“ მიერ გამოცხადებულ ფოტო კონკურსში, რომელიც სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემების წარმოჩენას ისახავს მიზნად. თქვენი ნამუშევრები ხელს შეუწყობს ამ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და დაგვეხმარება მარნეულის სოფელებში არსებული მდგომარეობის უკეთესად დანახვაში“. - აღნიშნულია კერას განცხადებაში

„შენი სარწყავი წყალი“ - ამ დასახელების ფოტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. დაინტერესებულ პირებს ფოტოების და მათი აღწერის გადაგზავნა ორგანიზაციის მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it 2025 წლის 20 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში შეუძლიათ.

კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები