მარნეული მშვილდოსნობაში 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
მარნეულის მუნიციპალიტეტი მშვილდოსნობაში, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ინფორმაციას ადგილობრივი სპორტული სკოლა ავრცელებს. მათი განმარტებით, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, 23-26 იანვარს, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით "აზერბაიჯან ჰაუსის" სპორტულ ცენტრში, გაიმართება.

ჩემპიონატი ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, 15 წლამდე, 21 წლამდე და 21+ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი
მშვილდოსნები.

“საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება 18 მეტრზე დარბაზში, მსოფლიო ფედერაციის "WORLD ARCHERY" (WA) -ის წესების მიხედვით, არის პირადი და ტარდება მხოლოდ "კლასიკური მშვილდის" კაცების და ქალების კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე, გოგონების და ბიჭების კატეგორიაში ფინალისტებს შორის, გათამაშდება, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი.
” - ამბობენ მარნეულის სპორტულ სკოლაში.

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი.

  • პირველი ადგილი-400
  • მეორე ადგილი- 300
  • მესამე ადგილი-200

გიორგი გორდეზიანის თასის მფლობელს გადაეცემა ფულადი პრემია 2000 ლარის ოდენობით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები