ქალაქ მარნეულში, რუსთაველის და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, 3 ხე
გადაბელეს.
რადიო „მარნეულს“ შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ
განუცხადა, რომ ხეების გადაბელვა კერძო პირის მიერ წერილობითი
მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
„განცხადება რომ შემოდის, რომ ხე ხელს უშლის რამეს, ამ
შემთხვევაში ვახორციელებთ გადაბელვას“. - განაცხადა
ლერი მუმლაძემ
ლერი
მუმლაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქში ხეების მასიური
გადაბელვის სამუშაოების დაწყება არ იგეგმება. განმარტავს, რომ გასულ
წლებში გადაბელვის სამუშაოები ძირითადად იანვრის შუა რიცხვებიდან
იწყებოდა ხოლმე, ხოლო წელს სამუშაოებს თებერვლის ბოლომდე
შეასრულებენ.
რადიო „მარნეული“