უფლებადამცველი აიჰან ჰასანლი „ადამიანის უფლებათა ტიტა“-ს ფინალისტია
23 იანვარს ნიდერლანდების საელჩომ საქართველოში „ადამიანის უფლებათა ტიტა“-ს ფინალისტები და გამარჯვებულები გამოავლინა.

“ნიდერლანდების საელჩოს ტიტა ადამიანის უფლებებისთვის” ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც ნიდერლანდების საელჩოები გადასცემენ მთელ მსოფლიოში.

„დღეს ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა, სამი გამორჩეული ადამიანის უფლებათა დამცველი დააჯილდოვა.
ამ ჯილდოს გადაცემით გვსურს, რომ კიდევ ერთხელ
წარმოვაჩინოთ ადამიანის უფლებათა აქტივისტების უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებაში“.
- აღნიშნულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს განცხადებაში

„ადამიანის უფლებათა ტიტა“-ს გამარჯვებული ნესტან ანანიძე გახდა, ხოლო მეორეადგილოსნები არიან ლილი ფულარიანი და აიჰან ჰასანლი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები