ქვემო ქართლის ახალგაზრდებისთვის "ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლაში" მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, იწყებს პროექტს „ახალგაზრდები ინკლუზიური მმართველობისათვის: მომავალ ლიდერთა გაძლიერება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“.

"პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობას, ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განცორციელების პროცესში; გააძლიეროს მათი უნარები ადვოკატირების კამპანიათა ორგანიზების მიმართულებით; მხარი დაუჭიროს თანამშრომლობას ახალგაზრებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მუნიციპალურ პოლიტიკურ აქტორებს შორის." - წერს "კავკასიური სახლი"

პროექტის ეგიდით, „კავკასიური სახლი“ გეგმავს „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის“ ორგანიზებას მარნეულში, ბოლნისში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები

ახალგაზრდებისათვის. სკოლის პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ სემინარებს, დებატებსა და დისკუსიებს, რომელთა ამოცანა იქნება:
  • - ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების განხილვა;
  • - ეფექტიანი ადვოკატირების ტექნიკების შესწავლა;
  • - სტრატეგიების შემუშავება შედეგიანი სამოქალაქო მონაწილეობისათვის.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მარნეულის, ბოლნისის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან (თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 8-8 მსმენელი).

„ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ იმუშავებს სამდღიანი ინტენსიური პროგრამით.

სემინარები გაიმართება თბილისში.

სკოლის ორგანიზების სავარაუდო თარიღია: 2025 წლის მარტი.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/rvbrC9X3HcKG6rnJ9

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები