მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ბეგლიარში არსებული
კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.
მოდენის რეაბილიტაციას ადგილობრივი თვითმმართველობა 180 000 ლარად
გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტენდერის მიხედვით, სამუშაოების
ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული
სპორტული მოედანი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ლამპიონების
მონტაჟი.
თანხის 100% მარნეულის 2025 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 27 თებერვლიდან 4 მარტის
პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება
მუნიციალიტეტს
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში
ჩააბაროს.
სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება მარნეულის კიდევ ორ სოფელში.
სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტენდერების
მიხედვით, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა
სოფელ კირიხლოსა და დამიაშიც.
ტენდერების სავარაუდო ღირებულება:
- სოფელი დამია 180 000
- სოფელი კირიხლო 180 000
თახა 2025 წლის მარნეულის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.
/გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი/