12 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება
სოფელში ჩატარდება.
მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები
გრძელდება. 12 თებერვალს “კრება” 5 სოფელში: სადახლოში, მოლაოღლიში,
ხულდარაში, თაზაქენდსა და ბურმაში გაიმართება.
გთავაზობთ კრების ჩასატარებელი ადგილების დასახელებას, სოფლებზე
გამოყოფილ თანხას და კრების ლეგიტიმაციისათვის საჭირო ხელმოწერების
რაოდენობას:
- სოფ. სადახლო კულტურის სახლის მიმდებარედ (სოფ.
სადახლო,სადგური სადახლო) , 2025 წლის 12 თებერვალი
11:00 სთ -
კონსულტაცია–200 ხელმოწერა, 20 000 ლარი
- სოფ. მოლაოღლი, სკოლის მიმდებარედ , 12 თებერვალი 15:30
სთ - კონსულტაცია–200 ხელმოწერა, 20 000 ლარი
- სოფ. ხულდარა , სკოლის მიმდებარე ტერიტორია , 12
თებერვალი 14:30 სთ - კონსულტაცია –100 ხელმოწერა, 16 000
ლარი
- სოფ. თაზაკენდი (სადახლოს) –სკოლის მიმდებარე ტერიტორია,
12 თებერვალი 13:00 სთ - საერთო კრება - 20%-ის ხელმოწერა, 16 000
ლარი
- სოფ. ბურმა–სკოლის მიმდებარედ, 12 თებერვალი 12:00 სთ -
საერთო კრება - 20%-ის ხელმოწერა, 10 000 ლარი
- მარნეულისათვის 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე
მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს
შეადგენს.
განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალიც, რომელშიც
გასულ წლებთან განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნაცაა
შესაძლებელი.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21
თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ერიაში
შექმნილი სამი სამუშაო ჯგუფი.
გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი