სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის სოფლებში
კონსულტაციები და საერთო კრებები დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალ 77 სოფელში საერთო კრებები 10
თებერვლიდან დაიწყო და 21 თებერვლამდე გაგრძელდა. რადიო „მარნეულს“
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
რომ სოფლის კრებები და კონსულტაციები გეგმის მიხედვით გაიმართა და არც
ერთ სოფელში არ გამხდარა საჭირო განმეორებითი კრების ჩატარება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს
მათთვის
სასურველი პროექტებისათვის მხარდაჭერა შეეძლოთ. მერიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ სოფლების
მიერ შერჩეული პროექტების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ იქნება
ცნობილი, რაც სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობას
დაასრულებენ.
სოფლის მხარაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულისათვის 1 232 000 ლარი
გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
გადანაწილდა.
29 სოფლისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. 16 000
ლარი გამოიყო 25 სოფლისთვის, 12 000 ლარი 11 სოფლისთვის, ხოლო 10 000
ლარი 12 სოფლისთვის.
რადიო "მარნეული"