გარემოსდაცვითი სამსახურის თქმით, საიმერლოში ხეები კერძო ტერიტორიაზე მოჭრეს - დეპარტამენტმა კანონდარღვევა ვერ გამოავლინა
14 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, მარნეული-სადახლოს დამაკავშირებელი გზის პირას, ნაძვები მოჭრეს. რადიო „მარნეულს“ დღეს, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ადგილზე გასული იყო მათი სამსახურის ჯგუფი, მაგრამ მათ კანონდარღვევა ვერ დაადგინეს. უწყების ცნობით, ადგილი სადაც რამდენიმე ნაძვი მოჭრეს კერძო საკუთრებაა, ხოლო კერძო საკუთრებაში ხის მოჭრა ნებადართულია.

რადიო „მარნეულმა“ საკადასტრო კოდით მოძებნა, თუ ვინაა იმ მიწის მეპატრონე,
სადაც ხეები მოჭრეს.
საჯარო რეესტრში მიწის მესაკუთრედ 2011 წლიდან შპს 'საქართველოს რკინიგზა“ ფიქსირდება.

„საქართველოს რკინიგზას“ მივმართეთ კითხვით, თუ რა მიზნით მოჭრეს ხეები. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის გასარკვევად წერილობითი მიმართვაა საჭირო. რადიო „მარნეული“ დაელოდება პასუხს „საქართველოს რკინიგზიდან“ და მას მიღების თანავე შემოგთავაზებთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები