ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მარნეულის ბაღები არ დაისვენებენ.
როგორც რადიო „მარნეულს“ ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ
ქარამოვმა უთხრა, აღსაზრდელების მშობლების ნაწილი ამ დღეს არ ისვენებს
და უქმე დღედ ვერ გამოაცხადებენ.
21 მარტს ნოვრუზის დღესასწაულზე, წერილით მიმართვის საფუძველზე
დასვენების შესაძლებლობა აქვთ მარნეული იმ სკოლებს, სადაც
აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი სწავლობს. განცხადება განათლების
მინისტრის სახელზე უკვე გადააგზავნეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა. გასული წლებისგან განსხვავებით
მათ გაცდენილი დღის
ანაზღაურება არ მოუწევთ.
წლებია, რაც საქართველოში ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებას
ითხოვს სამოქალაქო სექტორი. მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის
უწყებებს წერილით, თუმცა 21 მარტი კვლავ სამუშაო დღეა.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ
აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი
ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო
სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.