ნოვრუზ ბაირამის პროგრამა მარნეულში
მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს გაიმართება. ღონისძიება 11:00 საათზე, სხვადასხვა აქტივობებით დაიწყება. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტის მიხედვით პროგრამის განრიგი ასეთია:

11:00-13:45 სთ.

• თეატრალიზებული მსვლელობა
• ტრადიციული კოცონის ანთება
• ეთნოკუთხე
• სპორტული აქტივობები
• საბავშვო გასართობი ზონა
• ფოტო ზონა & გიფერი
• ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
• წითელი ჯვრის და მარნეულის კულტურის ცენტრის „სამხატვრო სტუდიის“ ერთობლივი გამოფენა.

13:45-17:40 სთ.
კონცერტი
• კულტურის ცენტრის მომღერლები
და გუნდები
• არიზ ჰუსეინოვი
• ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”
• ხათირა ისლამი – მოწვეული მომღერალი აზერბაიჯანიდან
• DJ & ფოიერვერკი

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში 156 450 ლარად გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გეოპროფი“ გაუწევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები