უფლებადამცველი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა საქართველოში არ შემოუშვეს - ის 15 წელია აქ ცხოვრობს
ლიეტუელი უფლებადამცველი, რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, რომელიც საქართველოში უკვე 15 წელია ცხოვრობს, ქვეყანაში არ შემოუშვეს. რეგინა ეგოროვა-ასკეროვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 20 მარტს, გამოაქვეყნა პოსტი სადაც აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

უფლებადამცველმა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საზღვარზე გადაცემული დოკუმენტი, რომლეშიც ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზად აღნიშნულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„ზუსტად 15 წლის შემდეგ ჩემს
საყვარელ საქართველოში არ მომცეს შემოსვლის უფლება. დამადეპორტეს ყველანაირი ახსნის გარეშე. „სხვა მოთხოვნების“ გამო... უკვე ცხადია, თუ სად იმყოფება ახლა ქვეყანა“
- წერს რეგინა ეგოროვა-ასკეროვა

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორია.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა 15 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს - აქვს ქვეყანაში ბინადრობის უფლება. მას ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები