მარნეულის სკოლებში 3, ბოლნისში 87 მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული
მარნეულსა და ბოლნისის საჯარო სკოლებში მასწავლებლის 90 ვაკანსიაა გამოცხადებული. თავისუფალი ადგილები მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში ამ ეტაპზე, 3 მიმდინარე ვაკანსიაა, ხოლო ყველაზე მეტ მასწავლებელს ბოლნისის საჯარო სკოლები ეძებს.

მარნეულში მასწავლებლის ვაკანსია აქვს გამოცხადებული, სოფელ წერეთლის, ქეშალოსა და ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლებს.

  • სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლა - დაწყებითების მასწავლებელი, სამუშაო საათები 21 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 478-1900 ლარი/თვეში.
  • სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამუშაო საათები 16 სთ/კვირაში, 945 ლარი/თვეში
  • სსიპ - ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა - ქიმია, სამუშაო საათები 17 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 1710-1795 ლარი/თვეში.

ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტ მასწავლებელს ბოლნისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებს.

ჯამში 87 ვაკანსია აქვთ ბოლნისის 20 საჯარო სკოლას. მათ შორის, სოფელ ჭაპალას, აკაურთას, ნახიდურის, გეტას, ქვემო არქევანის, დარბაზის, ბოლნისის, სავანეთის, მამუხტის, ტალავარის, ცურტავის, ფარიზის, ჯავშანიანის, მუხრანას, ხიდისყურის , ძველი ქვეშის, დაბა თამარისის, ქალაქ ბოლნისის N1, N2 და ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლებს.

ვაკანსიებში მითითებულია სამუშაო საათების რაოდენობა და სავარაუდო ხელფასი. დეტალების სანახავად გადადით აქ:

მიმდინარე ვაკანსიებით, ბოლნისის სკოლებში უმეტესი ვაკანსიები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბუნებისმეტყველების, მე და საზოგადოების და მათემატიკის მასწავლებლებისთვისაა გამოცხადებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები