მარნეულის მერი შვებულებაშია, მაგრამ ამის თქმა მერიას არ სურდა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ხელშკრულების მიხედვით, მარნეულის მერის მოვალეობას, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ასრულებს. მარნეულის მერიას საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია თუ რატომ ასრულებს მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე.

რადიო „მარნეული“ თავდაპირველად დაუკავშირდა მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, სადაც გვითხრეს, რომ ვერ მოგვაწოდებდნენ ინფორმაციას, თუ რატომ გახდა მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, მერის მოვალეობის შემსურლებელი. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების

ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ, წერილობით მიმართვა გვთხოვა და გვითხრა, რომ სხვაგვარად ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ როინ დეკანოიძესაც. დეკანოიძემ კვლავ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან გადაგვამისამართა. გვითხრა, რომ მოქალაქეებთან ჰქონდა შეხვედრა და მობილური გაგვითიშა.

მერის მოვალეობის შემსრულებელთან, როინ დეკანოიძესთან, საუბრის შემდგომ ინფომრაციის გადამოწმება მარნეულის მერთან, კენან ომაროვთან ვცადეთ. ომაროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს, უკვე მეოთხე წელია არ პასუხობს და არც ახლა გვიპასუხა.

მერთან და მერის მოვალეობის შემსრულებელთან განხორციელებული ზარების შემდგომ რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თავად დაუკავშირდა და დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერი შვებულებაშია, რის გამოც მის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ასრულებს.

უცნობია თუ რა მიზეზით და რა დროით გავიდა მარნეულის მერი შვებულებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები