მარნეულში აღდგომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდება - კომპანია
მარნეულის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდება. როგორც რადიო „მარნეულს“ სატრანსპორტო კომპანიებში განუცხადეს, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ორივე დღეს მოემსახურება.

მუნიციპალიტეტში მგზავრთა შიდა გადაყვანას ორი კომპანია უზრუნველყოფს — შპს „ავტოპარკი“ და შპს „ექსპრეს
ტურისტი“.

შპს „ავტოპარკის“ ხელმძღვანელის, გიგა ჯალაღონიას თქმით, კომპანიის ბალანსზე არსებული ტრანსპორტი აღდგომის დღესასწაულზე მუშაობას არ შეწყვეტს
გარდა ამისა, შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელი იური სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ აღდგომის დღეებში კომპანია შეუცვლელი გრაფიკით იმუშავებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები