მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ,
გამარტივებული წესით, ელემენტები შეისყიდა.
მარნეულის მერს, კენან ომაროვს, ელემენტების შესყიდვის თხოვნით მერიის
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელმა მელანო ჟორჟოლიანმა მიმართა.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
მერიაში გვესაჭიროება ელემენტები.
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვებთან
დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების
გატარება“. - აღნიშნულია გამარტივებული
შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ გამარივებული წესით ხელშეკრულება ინდმეწარმე ელგუნ
ხუდაევთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ხუდაევმა მერიას 8
მაისამდე პერიოდში უნდა მიაწოდოს 400 ცალი ელემენტი.
მარნეულის მერიამ 400 ელემენტში 600 ლარი გადაიხადა.
რადიო „მარნეული“