მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მხოლოდ წერილით
გვიპასუხა
კითხვაზე თუ რა შედეგები მიიღეს მარნეულის ბაღებში წყლის ხარისხის
ლაბორატორიული შემოწმებისას.
ლაბორატორიული გამოცდა ჩაუტარდათ სოფელ შაუმიანის ახალი დასახლების
ბაღს, სადახლოს, ხიხანის, კაპანახჩის, თამარისის, ქალაქ მარნეულის N1,
N3, და N4 საბავშვო ბაღებს.
მიკრობიოლოგიური კვლევისათვის მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ
გამარტივებული ხელშეკრულება შპს “ხარისხის ლაბორატორიას” გაუფორმა,
ნიმუშების აღება თავისი ტრანსპორტირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 960
ლარი დაუჯდა.
რადიო „მარნეული“10 აპრილის შემდეგ ვცდილობთ ბაგა-ბაღებთან
დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებს ან არ პასუხობდნენ, ან
დროის უქონლობას იმიზეზებდნენ.
რადიო „მარნეულმა“ კითხვებზე საპასუხოდ
გაერთიანებას წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც გვპასუხობენ, რომ
ბაღებში ჩატარებული კვლევა გეგმიურია და ის სრულად შეესაბამება საჭირო
ნორმებს.
“ ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული
ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი)-ს საბავშვო
ბაღებში აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სტანდარტებს. 2 - შპს
„ხარისხის ლაბორატორია“-ს აქვს შესაბამისი ავტორიზაცია და
მომსახურება, უზრუნველყოს წყლის სინჯების ადგილზე აღება და
ლაბორატორიაში გაგზავნა შემდგომი კვლევების ჩასატარებლად. 3 -
მიუხედავად კვლევის ჩატარებისა, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის
ცენტრი)-ს მიერ პერდიდულად ხდება წყლის ავზების დასუფთავება და
სადეზინფექციო სამუშაოები. გამომდინარე აქედან, თქვენს წერილში
მითითებულ საბავშვო ბაღებში, ჩატარდა აღებული ნიმუშების გეგმიური
ლაბორატორიული კვლევა, რაც შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რისი
შემოწმებაც მუდმივ რეჟიმში ხდება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომელთა მიერ დოკუმენტური შემოწმების დროს. 4 - ააიპ მარნეულის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება
(სკოლამდელი აღზრდის ცენტრი)-ს გვაქვს ვალდებულება, წელიწადში მინიმუმ
ერთჯერადად ჩატარდეს გეგმიური კვლევა წყლის ვარგისიანობის შესახებ.
შესაბამისად, მითითებულ საბავშვო ბაღებში სავალდებულო გახდა კვლევის
ჩატარება.” - წერია ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ
გამოგზავნილ წერილში.
ბაგა-ბაღებისგამ ჩვენ გამოვითხოვეთ ლაბორატორიული დასკვნის საბუთიც,
თუმცა გაერთიანებამ არ მოგვაწოდა.