მარნეულში 10 ეკლესიას მერიამ სააღდგომო ნობათი 4 064 ლარად შეუძინა
მარნეული-ჰუჯაბის ეპარქიაში შემავალ მოქმედ ეკლესია-მონასტრებს სააღდგომო ნობათი გადასცეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკვები პროდუქტები შ.პ.ს „მარნეული მოლი“-სგან 4 064 ლარად შეიძინა. ბიუჯეტიდან თახის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დავით აროშიძემ მიმართა.

“მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 20 აპრილს, სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. მიზანშეწონილად მიმაჩნია
სააღდგომო ნობათი გადაეცეს:

1. ქალაქ მარნეულის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარს
2. სოფ. წერეთლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს
3. სოფ. საიმერლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს
4. სოფ. თამარისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარს
5. სოფ. თამარისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს 6. წერაქვის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს
7. სოფ. ახკერპის წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ხის ტაძარს
8. რუსთავი-წითელიხიდის ა/მაგისტრალის მიმდებარედ წმინდა თამარ მეფის სახელობის სამლოცველოს
9. ქ. მარნეულის (სამხედრო დასახლება) ჯვართამაღლების ეკლესიას
10. სოფ. შულავერი წმ. მატათას სახ. ეკლესიას.
გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები. ნობათის ჩამონათვალს გიგზავნით დანართის სახით.” - წერია მოხსენებით ბარათში, რომელიც თვითმმართველობამ შესყიდვების ვებ-გვერდზე დღეს, 25 აპრილს გამოაქვეყნა. 

ტენდერში ატვირთული ფოტო-მასალის მიხედვით, ეკლესია-მონასტრებს შემდეგი სახის პროდუქტები გადეცათ:

  • ფქვილი
  • საქონლის ხორცი
  • ღვინო
  • შაქარი
  • ნიგოზი
  • შოკოლადის ნაკრები
  • თაფლი
  • მაკარონი
  • პასკა
  • კვერცხი
  • ლობიო
  • წიწიბურა
  • მზესუმზირის ზეთი
  • ნატურალური წვენი
  • ერთჯერადი ჩაი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები