მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 24 საბურავი
კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით შეისყიდა.
მარნეულის მერიამ საბურავების შესყიდვისათვსი ორი ხელშეკრულება შპს
„თეგეტა მოტორსთან“ გააფორმეა.
პირველი ხელშეკრულების მიხედვით, მერიამ Petlas-ის ბრენდის 8 საბურავი
944 ლარად შეიძინა. მეორე ტენდერის მიხედვით კი თვითმმართველობამ
Riken-ის ბრენდის 16 საბურავი 3 680 ლარად იყიდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, კენან ომაროვს საბურავების
შეძენისათვის მოხსენებითი ბარათით მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
განყოფილების ხელმძღვანელმა,
ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.
„მოგახსენებთ , რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
ბალანსზე არსებულ ავტომობილებს ესაჭიროებათ საბურავები
გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“ -
აღნიშნულია შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მერიასა და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების
მიხედვით, კომპანია ვალდებულია მერიას, ჯამში 4 624 ლარის
ღირებულების, საბურავები 31 ოქტომბრამდე პერიოდში მიაწოდოს.
რადიო „მარნეული“