ანსამბლი „ენგურის“ თურქეთში გასამგზავრებლად „კულტურის ცენტრი“, სავარაუდოდ, 18 750 ლარს დახარჯავს
მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგური“ თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ფესტივალ-კონკურსზე „ცეკვისა და მუსიკის საერთასორისო ფესტივალი ალანია–ანტალია 2025 წელი’’ მიიღებს მონაწილეობას.

მარნეულის „კულტურიც ცენტრის“ მიერ 16 აპრილს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, „კულტურის ცენტრი“ მარნეულიდან ანტალიამდე და უკან ანსამბლ „ენგურის“ წევრების ავტობუსით გადაყვანის მომსახურებას ყიდულობს.

„კულტურის ცენტრმა“ მარნეული-ანტალია-მარნეულის მიმართულებით ანსამბლ „ენგურის“ წევრების ავტობუსით გადაყვანისათვის 19 000 ლარის ღირებულების ტენდერი

გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პირმა, ინდივიდუალურმა მეწარმე შოთა ლომიძემ მიიღო. ლომიძემ „კულტურის ცენტრს“ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გაწევა 18 750 ლარად შესთავაზა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქ ანტალიაში ფესტივალზე ანსამბლის წევრები 15 მაისს გაემგზავრებიან და უკან 20 მაისს დაბრუნდებიან. ავტობუსი, რომელმაც ანსამბლის წევრები უნდა გადაიყვანოს 67 ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები