მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ოფისში
კონდინციონერების დემონტაჟისა და მონტაჟის მომსახურებაში 765 ლარი
გადაიხადა.
კონკრეტულად, ერთი კონდინციონერის დემონტაჟი გაერთიანებას 90 ლარი
დაუჯდა, ერთი ერთეულის გაწმენდა — 105 ლარი, ხოლო სამი კონდინციონერის
მონტაჟი — 570 ლარი.
მოწყობილობების
გაწმენდა, დემონტაჟი და მონტაჟი გაერთიანებამ
მარნეულის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში გამარტივებული შესყიდვის
წესით განახორციელა.
სამუშაოების შესრულების ვალდებულება ინდმეწარმე ელვარ ნაბიევმა აიღო,
რომელსაც გაერთიანებამ ჯამში 765 ლარი გადაუხადა.