მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მდებარე შენობებში ცენტრალური
გათბობის მოწყობისათვის საჭირო პროექტის შედგენისათვის
გამოცხადებულ მეორე ტენდერშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სოფელ
საიმერლოს, თამარისსა და წერეთელში მრავალფუნქციურ შენობებსა და სოფელ
წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ცენტრალური გათბობის
სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი მერიამ 26 მარტს
გამოაქვეყნა.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა
კომპანიამ შპს „დ-მ“-მ მიიღო და მერიას სამუშაოების
შესრულება 11 200
ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, შპს
„დ-მ“-მ მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ ფასების ცხრილი,
პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და პრეტენდენტის პერსონალური
გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, 3 სამუშაო დღის ვადაში ვერ მიაწოდა
რის გამოც კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
მარნეულის მერიამ სამ სოფელში არსებულ შენობებში ცენტრალური გათბობის
სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისათვის პირველი ტენდერი 27 თებერვალს
გამოაცხადა, მაგრამ მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო, რის
გამოც ტენდერი არ შემდგარად გამოცხადდა.
რადიო „მარნეული“