მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის
პროექტი
მეშვიდე წელია მიმდინარეობს და დღემდე დაუსრულებელია.
15 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ესტუმრა და
ხმამაღლა აღიარა, რომ პროექტი პრობლემურია და წლებია ჭიანურდება.
ამასთან, მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ადგილობრივი მოსახლეობის
წინაშე:
„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის
მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით,
უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი,“ — განაცხადა
მან.
თუმცა, იმავე ვიზიტის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
თავიანთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში არ ისაუბრეს იმ
პრობლემებზე, რომელთა შესახებ მინისტრმა საჯაროდ გაამახვილა
ყურადღება. მარნეულის მერის , მერიის, საკრებულოსა და დეპუტატ ზაურ
დარგალის სოციალური ქსელების პოსტებში მხოლოდ ინფრასტრუქტურულ
ობიექტებზე ვიზიტი და "ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე მასშტაბური
პროექტები" არის მოხსენიებული, ბოდიშისა და პასუხისმგებლობის აღების
გარეშე.
მარნეულის მერიამ პრობლემების აღიარების და ბოდიშის მოხდის ვიდეო
ინფრასტრუქტურის გვედიდან მოგვიანებით გადააზიარა,
თუმცა თავიანთ პოსტში არაფერი უთქვამთ გაჭიანურებულ წყლისა და
წყალარინების პროექტზე, რომელიც ადგილობრივებისათვის ყოველდღიური
დისკომფორტის მიზეზია.
დეპუტატი ზაურ დარგალი პოსტი ორი სიტყვით უსვამს ხაზს "შეფერხებები
არსებობს", თუმცა არსად ჩანს მკაფიო გზავნილი გაწელილ ვადებზე ან
წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შედეგებზე.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა, რომელსაც ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად ეჯახებიან, ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლისთვის ერთი შეხედვითაც შესამჩნევია და მის
აღნიშვნას არ ერიდება, მაშინ როდესაც ადგილობრივი ლიდერებიმის
მიჩქმალვას ცდილობენ.
ინფრასტრუქტურის მინსტრის განცხადებით, წყლისა და წყალარინების
სამუშაოები მნიშვნელოვნად არის შეფერხებული, რაც, მისი შეფასებით,
კონტრაქტორი კომპანიის დაუდევრობას უკავშირდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრაქტორს უკვე მიეცა ვადა ხარვეზების
აღმოსაფხვრელად და დაიწყება კონკრეტული გრაფიკის შემუშავება, რომლის
შესახებაც მოსახლეობა დამატებით მიიღებს ინფორმაციას.