შულავრის რომან ზოიძის სახელობის სკოლაში “ბოლო ზარი” დაირეკა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრის რომან ზოიძის სახელობის N1 სკოლაში „ბოლო ზარი“ დირეკა.
საგანმანათლებლო დაწესებულების 35-ე გამოშვებას წელს 12 კურსდამთავრებული ჰყავს. მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, დადგეს სხვადასხვა წარმოდგენა და შეასრულლეს სიმღერები.


„თან მიხარია, თან არა, ვამთავრებ სკოლას დაასეთი დღეები აღარ იქნება სკოლაში, კლასელებთან ერთად, დილით რომ გაიღვიძებ, სკოლაში წამოსვლა აღარ მოგიწევს. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე, წარმარტება ვუსურვო“ - გვითხრა დენიზა თოლორაიამ

„ძალიან აღელვებული ვარ, 12 წელი აქ გავატარე და ახლა ბავშვებს და მასწავლებლებს რომ უნდა დავემშვიდობოთ, ამაღელვებელია“ - თქვა ნინი მაკარიძემ.

მეთორმეტე კლასს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დალი კეკელიძე. პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ ყოფილა.

„ჩვენ ძალიან დიდი თავგადასავლები გვქონდა როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო პერიოდის. დავულოცავ მათ სავალ გზას. „ბოლო ზარ“ ვულოცავ საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს, მათ ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი ეტაპი დაწყებულიყოს, ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს და ებრძოლოთ ამისთვის“ თქვა დალი კეკელიძემ.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მეთოორმეტე კლას წელს დაახლოებით 1200 მოსწავლე დაასრულებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები