წალკის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ წალკაში მეორე მსოფლიო ომის
მემორიალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს.
წალკის თვითმმართველობამ სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 13 მარტს
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალზე გრანიტის ფილებით
შეიცვლება დაზიანებული ფილები, პარკში მოეწყობა რეკრეაციული სივრცე
სადაც დაირგვება 1 ტირიფის ხე, 18 ფოტინა, 2 ირმირ რქა, 4 დეკორატიული
ნეკერჩხალი და 13 კიპაროსი. პარკში ასევე განთავსდება 18
სკამი, 16
სანაგვე ურნა და 25 ლამპიონი.
წალკის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ წალკაში მემორიალის და მიმდებარე
ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 313 398 ლარის გადახდას
გეგმავს.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 29
მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანიამ სამუშაოები 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა შეასრულოს.
რადიო „მარნეული“