მარნეულის მერი სტიქიით დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო - მერიის პიარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის მოადგილე როინ დეკანოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, თუმცა პროექტის დასრულების ვადები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

საუბარია ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ხიდზე, რომელიც 2023 წლის მაისში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ

გაანადგურა. მაშინ მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა, დაინგრა ხიდი და ადგილობრივი კომერციული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა. ბიზნესოპერატორების საქონელი დაზარალდა და დადგინდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ჩვენი ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს ამ დრომდე არ მიუღიათ კომპენსაცია.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მარნეულისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთია, ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული გზა პრაქტიკულად მიუვალი იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები