სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი (1 282 600 ადამიანი)
ქალაქ თბილისში ცხოვრობს.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარე ქვემო
ქართლია. ქვემო ქართლში 438 900 ადამიანი ცხოვრობს - 196 400 ქალაქში,
ხოლო 242 500 სასოფლო დასახლებაში.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობა 2024 წელთან შედარებით
გაზრდილია. გასულ წელს ქვემო ქართლში 436 000
ადამიანი ცხოვრობდა -
193 700 ქალაქში, ხოლო 242 400 სოფელში.
მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით რეგიონებში მეორე ადგილს იკავებს
იმერეთი. იმერეთში, 2025 წლის მონაცემებით, 433 300 ადამიანი
ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს იმერეთში 442 300 ადამიანი
ცხოვრობდა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რეგიონებს შორის
ლიდერობდა.