საქართველოს რკინიგზა არ ადასტურებს ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას 26 მაისს
საქართველოს რკინიგზა არ ადასტურებს, რომ ბაქო-თბილისის მატერებელი მუშაობას 26 მაისს განაახლებს.

„სამუშაო პროცესია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია“. - განუცხადეს რადიო „მარნეულს“ საქართველოს რკინიგზაში

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მატარებელი პირველ რეისს 26 და 28 მაისს შეასრულდებდა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მატარებელი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით გავიდოდა, ხოლო 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, ბაქოდან თბილისის მიმართულებით.

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან, კოვიდ პანდემიის მიზეზით, დაკეტილია. აზერბაიჯანული მხარე სახმელეთო საზღვარს ამ დრომდე არ ხსნის და მოქალაქეებს თბილისიდან ბაქოში გადაადგილება მხოლოდ ავიახაზების გამოყენებით შეუძლიათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები