მარნეულში მიკროავტობუსის დაწვის შედეგად არავინ დაშავებულა
ქალაქ მარნეულში მანქანის დაწვის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიო “მარნეულს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა 20 მაისს, მარნეულის სამხედრო ბაზის ახლობლად, მარნეული-სადახლოს გზატკეცილზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები