2024 წელს რეგიონებს შორის ქვემო ქართლში ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა
საქართველოს მასშტაბით, რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა ქვემო ქართლშია გაცემული. 2024 წელს საქართველოში სულ 12 080 მშენებლობის ნებართვა გაიცა - 1 267 ქვემო ქართლში, 985 მცხეთა-მთიანეთში, 968 კახეთში, 823 აჭარაში, 777 იმერეთში, 530 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 499 შიდა ქართლში, 398 სამცხე-ჯავახეთში, 170 გურიაში და 65 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მშენებლობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს დედაქალაქში,

თბილისშია, გაცემული. 2024 წელს თბილისში 5 648 მშენებლობის ნებართვა გაიცა.

ქვემო ქართლში გაცემული 1 267 სამშენებლო ნებართვიდან 907 საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვისაა აღებული.

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა მარნეულშია გაცემული. 2024 წელს მარნეულში სულ 405 მშენებლობის ნებართვა გაიცა, 392 ნებართვაა გაცემული გარდაბანში, 275 რუსთავში, 101 თეთრიწყაროში, 58 ბოლნისში და 18-18 ნებართვაა გაცემული დმანისსა და წალკის მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებს შორის საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, 802 სამშენებლო ნებართვა მცხეთაშია გაცემული, შემდეგ მოდის ქალაქი ბათუმი 461 ნებართვით და მარნეული 405 სამშენებლო ნებართვით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები