დმანისის 9 სოფელში გარე განათების მოწყობას მერია 287 384 ლარად გეგმავს
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 9 სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 2 ტენდერი გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, დმანისის მერია სოფელ გუგუთში, მამიშლოში, მაშავერაში, უკანგორსა და საფარლოში გარე განათების მოწყობას 164 695 ლარად გეგმავს. მერაიმ ტენდერი 21 მაისს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ კომპანიებს 30 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

დმანისის მერიამ მეორე

ტენდერი ასევე 21 მაისს გამოაცხადა. 122 689 ლარად დმანისის ადგილობრივი თვითმმართველობა გარე განათების მოწყობას აპირებს სოფელ ახაში, გომარეთში, მამულოსა და ქართულ კაკლიანში. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 1-ლი ივნისიდან 4 ივნისამდე პეიროდში შეეძლებათ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დმანისის 57 სფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებით 2025 წლის თებერვალში გაიმართა. რეგიონული განვითარების სამინისტროდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დმანისისათვის 686 000 ლარი იყო გამოყოფილი. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა, მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები