დმანისის 8 სოფელში გზების რეაბილიტაციისათვსი 242 052 ლარი დაიხარჯება
დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი. დმანისის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 2 ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ განთიადში, ქარიანში, ქვემო კარაბულახსა და ძველ გოდაგდაგში გზების რეაბილიტაციას თვითმმართველობა 127 565 ლარად გეგმავს. ტენდერი დმანისის მერიამ 21 მაისს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ კომპანიებს 31 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

დმანისის მერიამ

მეორე ტენდერი, ასევე 21 მაისს, სოფელ დაგარახლოში, კიზილაჯლოში, მამიშლარსა და ორმაშენში გზების რეაბილიტაციისათვის გამოაცხადა. აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია 114 487 ლარად იგეგმება. ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 30 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დმანისის 57 სფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებით 2025 წლის თებერვალში გაიმართა. რეგიონული განვითარების სამინისტროდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დმანისისათვის 686 000 ლარი იყო გამოყოფილი. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა, მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები