საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, მარნეულში მონუმენტური
ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნავენ.
საზეიმო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული
შეჯიბრები - მშვილდოსნობაში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სპორტული
ღონისძიებების ჩასატარებლად შეისყიდა ცხვარი, თასები, მედლები და
სიგელები და ასევე დაიქირავა მუსიკოსები - ზურნა, გარმონი და
დოლი.
ჭიდაობაში გამარჯვებული სპორტსმენისათვსი გადასაცემად მერიამ ერთი
ცხვარი (ჭედელა) გამარტივებული წესით ინდმეწარმე ნატო ცარციძისაგან
650 ლარად შეისყიდა.
შეჯიბრებებში გამარჯვებული სპორტსმენებისათვის გადასაცემად მერიამ 15
თასი, 65 მედალი და 70 სიგელი/დიპლომი ასევე გამარტივებული წესით
შეისყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეკრულება
ინდმეწარმე
რახიბ ნასიბოვთან გააფორმა და 1 035 ლარი გადაუხადა.
მარნეულის მერიას ამ ეტაპზე არ აქვს გამოქვეყნებული მუსიკოსების
მომსახურეობისათვსი გაფორმებული ხელშეკრულება. თასებისა და ცხვრის
შესყიდვისთვის გამოქვეყნებული ტენდერების მოხსენებით ბარათებში კი
აღნიშნულია, რომ მერია ასევე ქირაობს მუსიკოსებს, რომლებიც ზურნაზე,
გარმონსა და დოლზე დაუკრავენ.
რადიო „მარნეული“