მეზურნის, მეგარმონის და მედოლის მომსახურება მერიამ 830 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, გამართულ ქართული ჭიდაობის შეჯიბრში მუსიკოსების მომსახურებისათვის ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა.

მარნეულის მერიასა და ვლადიმერ ქიმაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიამ შეისყიდა სამი მუსიკოსის მომსახურება, რომლებმაც დაუკრეს დოლზე, გარმონსა და ზურნაზე.

„მოგახსენებთ რომ, ამაწლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიცულად ტარდება საზეიმო ღონისძება, მიმდინარე წლის

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და მშვილდოსნობა. სპორტულ ღონისძიებების სრულფასოვნად ჩასატარებლად, საჭიროა შესყიდული იქნას მუსიკოსების (ზურნა, გარმონიო და დოლი) მომმსახურეობა, განხორციელდეს შესყიდვა ერთი ცხვარის (ჭედილა), სპორტული თასი 15 ცალი, მედლები 65 ცალი და 70 სიგელი“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ მუსიკოსების მომსახურებისათვის 830 ლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ჭიდაობაში გამარჯვებული სპორტსმენისათვსი გადასაცემად მერიამ ერთი ცხვარი (ჭედელა) გამარტივებული წესით ინდმეწარმე ნატო ცარციძისაგან 650 ლარად შეისყიდა. შეჯიბრებებში გამარჯვებული სპორტსმენებისათვის გადასაცემად მერიამ 15 თასი, 65 მედალი და 70 სიგელი/დიპლომი ასევე გამარტივებული წესით შეისყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეკრულება ინდმეწარმე რახიბ ნასიბოვთან გააფორმა და 1 035 ლარი გადაუხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები