შსს-ს ახლადდანიშნული მინისტრი ქვემო ქართლს ეწვია
დღეს, 18 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში
სამუშაო შეხვედრები გამართა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გეკა
გელაძე ქევემო ქართლში პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან და
მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად ჩავიდა.
“მინისტრი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და
თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების
წარმომადგენლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო
პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ
ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.”
გავრცელებული ინფორმაცით, შინაგან საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის
რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია
- გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის
სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
მინისტრმა თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით
არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია.