მარნეულის მერიამ საქართველოს, ევროკავშირის და მარნეულის დროშები 3 820 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს, ევროკავშირისა და მარნეულის დროშები გამარტივებული წესით შეისყიდა. მარნეულის მერიამ ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე რახიბ ნასიბოვთან გააფორმა, ვისგანაც 60 საქართველოს, 60 ევროკავშირისა და 10 მარნეულის დროშა შეიძინა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვესაჭიროება საქართველოს, ევროკავშირის და მარნეულის მუნიციპალიტეტის დროშების და დროშის სადგამების შესყიდვა“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიასა და ინდმეწარმე რახიბ ნასიბოვს

შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თვითმმართველობამ 130 გარე მოხმარების დროშასა და 8 ცალ სადგამში 3 820 ლარი გადაიხადა.
ხელშეკრულება მერიამ 14 ივლისს გააფორმა. ინდმეწარმე რახიბ ნასიბოვი ვალდებულია, რომ დროშები და სადგამები მერიას 25 ივლისამდე პრიოდში მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები