მარნეულის მერიამ „სარვანობის“ დღესასწაულზე სტუმრების
გამასპინძლებაში 13 850 ლარი დახარჯა.
დღესასწაული 1 აგვისტოს აღინიშნა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მერიამ ღონისძიებაზე 350 სტუმის გამასპინძლებისათვის გამარტივებული
შესყიდვა გააფრომა ინდმეწარმე ნუსრათ ალიევთან. თანხის გამოყოფის
თხოვნით მარნეულის მერს ქალაქ მარნეულში ადმინისტრაციული ერთეულის
წარმომადგენელმა, ელჩინ ჯაფარლიმ მიმართა.
“მოგახსენებთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1
აგვისტოს აღინიშნება დღესასწაული „სარვანობა“. აღნიშნულ დღესასწაულს
დაესწრება სამას ორმოცდაათამდე სტუმარი. გთხოვთ გაითვალისწინოთ
მასპინძლობასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.”-
წერიაზ მოხსენებით ბარათში.
დღესასწაულთან დაკავშირებულ ფოტო მასალას მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყოველ წელს აქვეყნებდა, თუმცა წლევანდელი "სარვანობს" ფოტოები
გამოქვეყნებული არ არის.
სარვანობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე აღინიშნება.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია, სარვანობა 2024 წელი.