“ქართულმა ოცნებამ” მარნეულის მერობის კანდიდატად დაურ ისმაილოვი წარადგინა
დღეს, 11 აგვისტოს, დაურ ისმაილოვმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მარნეულის მერობის კანდიდატად დაასახელა.

დღეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა. გამოცხადებული ნდობისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტიას.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება მარნეულს!”
- წერს ისმაილოვი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე


5 აგვისტოს რადიო “მარნეული” დაუკავშრდა დაურ ისმაილოვს, რათა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია,

იქნებოდა თუ არა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მარნეულში. ისმაილოვმა 5 ადგვისტოს გვითხრა რომ ვერ გვესაუბრებოდა და მას შემდეგ ჩვენი ზარებს არ უპასუხა.

ტელეკომპანია პირვრლის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა, დაურ ისმაილოვი მარნეულში “ქართული ოცნების” კაპიტანი იყო და ის აქტიურად მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში.

31 ივლისს რადიო “მარნეულთან” საუბრისას ადგილობრივმა პოლიტიკოსმა, ახმედ იმამკულიევმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” მარნეულში მერობის კანდიდატად ახალაგაზრდა კაცის დანიშვნას გეგმავდა, რომლის “კაპიტნობიდან მაიორად” გადაქცევა სურდათ.

რადიო “მარნეული”
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები