რა ქონებას ფლობს დმანისის მერი და “ოცნების” მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი
“ქართულმა ოცნებამ” დმანისი მერის კანდიდატად მოქმედი მერი, კობა მურადაშვილი დაასახელა. კობა მურადაშვილი დმანისის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

კობა მურადაშვილისა და მისი მეუღლის, ლია მურადაშვილის საკუთრებაშია ბინები და ავტოფარეხები თბილისში, მიწის ნაკვეთები თბილისსა და თეთრიწყაროში, საცხოვრებელი სახლი დმანისში და ბინა ბათუმში.

კობა მურადაშვილის საკუთრებაშია 2023 წელს 6 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი ქალაქ

დმანისში. 2021 წელს მურადაშვილმა 61 850 დოლარად შეისყიდა 111,7 კვ.მ ბინა ქალაქ თბილისში, 2023 წელს 19 200 დოლარი გადაიხადა 32 კვ.მ ბინაში ბათუმში, ხოლო 2008 წელს 1 000 ლარად შეიძინა 2 093,08 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროში.

კობა მურადაშვილის მეუღლის, ლია მურადაშვილის საკუთრებაშია 4 ბინა ქალაქ თბილისში:
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლია მურადაშვილმა 2017 წელს 25 000 დოლარად შეიძინა 59,6 კვ.მ ბინა თბილისში;
2021 წელს 25 000 დოლარად შეიძინა 84,70 კვ.მ ბინა თბილისში;
2015 წელს 70 000 დოლარად შეიძინა 113,4 კვ.მ ბინა თბილისში;
2017 წელს 25 000 დოლარად შეიძინა 59,6 კვ.მ ბინა თბილისში.

ლია მურადაშვილი ასევე ფლობს ორ ავტოფარეხს, რომლებიც 2024 და 2019 წლებში 14 000 და 5 000 დოლარად შეიძინა. ლია მურადაშვილის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიც, რომელშიც 5 000 ლარი გადაიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა მურადაშვილი ინახავს 11 000 ლარს ნაღდი ფულის სახით.

კობა მურადაშვილმა 2024 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ხელფასის სახით 57 791 ლარი და 52 თეთრი აიღო. მისი მეუღლე, ლია მურადაშვილი საქართველოს რკინიგზაში მთავარ სპეციალისტადაა დასაქმებული და 2024 წელს ხელფასის სახით 16 365 ლარი და 15 თეთრი აიღო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა მურადაშვილი და მისი მეუღლე მოძრავ ქონებას არ ფლობენ.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები