მარნეულში სპექტაკლის "ჰაიდე" პრემიერა გაიმართება

17 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში, კულტურის ცენტრის სპექტაკლის ,,ჰაიდე" საპრემიერო ჩვენება გაიმართება.


„ სპექტაკლი ხაზს უსვამს ქალების როლს საზოგადოებაში, მათ მნიშვნელობას, ძალასა და ყოველდღიურ ღვაწლს, რაც ხშირად დაუფასებელი რჩება. ქმნის სივრცეს, სადაც ქალების ხმა გაისმის მკაფიოდ და ძლიერად - როგორც პიროვნებების, ლიდერების, დედების, შემოქმედების და საზოგადოებრივი ცვლილებების მამოძრავებელი ძალის.”- წერს მარნეულის კულტურის ცენტრი.

პიესა დაიწერა

ექსკლუზიურად კულტურის ცენტრისთვის და განვითარდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში.

დრამატურგია-ქეთევან სამხარაძე
რეჟისურა/მხატვრობა-ტატო გელიაშვილი
ქორეოგრაფია- თათა თავდიშვილი
მუსიკა- მიხეილ ზაქაიძე

მონაწილეობენ:
  • მარინა ჯოხაძე
  • თათია თათარაშვილი
  • ზურა ხაფთანი
  • ლიზა ნიკვაშვილი
  • ნინი ნოზაძე
  • პაპუნა ირემაძე
  • ალექსანდრე შარაბიძე
  • მაკა სტეფანია
  • მარიამ ჭოხონელიძე
  • ნიკა გუგუნავა
თარიღი:
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 18:00 სთ.
მისამართი-რუსთაველის ქ. #108

სპექტაკლზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით!
“მოსაწვევების მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ ნომერზე”555 178 829

გარეკანის ფოტო: კულტურის ცენტრი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები