პარტია "ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი "ოცნების" მხარეს გადავიდა
"ლელოს" ბოლნისის მერობის  კანდიდატმა,  ასეფ ჩარაგოვმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ჩარაგოვი მის გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზამურ ჭითანავას უცხადებს.

როგორც ჩარაგოვი ამბობს, მისი გადაწყვეტილება "ლელოსთან"  ყოფნით იმით იყო განპირობებული, რომ სურდა, თავისი რესურსი მუნიციპალიტეტის განვითარებისთბის გამოეყენებინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მას “იყენებდნენ”. 

ჩარაგოვის თქმით:

„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.
დღესდღეობით ნამდვილად არ არის

კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირისპირების დრო, ახლა ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის.“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები