მარნეულში "ლელოს" სამმა მაჟორიტარმა კანდიდატურა "ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა - მარნეული ტვ
მარნეულში პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" სამმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. ინფორმაციას “რეგიონ News” (მარნეული ტვ) ავრცელებს. მარნეულის ტელევიზიის ცნობით, კანდიდატურები მოხსნეს ყულარის, პირველი ქესალოს და ყიზილაჯლოს მაჟორიტარმა კანდიდატებმა.

ყიზილაჯლოში "ლელო - ძლიერი საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი კარა ორუჯოვი იყო. მარნეულის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორუჯოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.

"მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით მიიღო".
- წერს მარნეულის ტელევიზია

პირველ ქესალოში "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი იყო გულმამედ ქასიმოვი. ტელევიზიის ცნობით, ქასიმოვმაც საკუთარი კანდიდატურა "ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.

ყულარში "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი იყო ჰუმბატ ჯალილოვი. მარნეული ტვ-ს ცნობით ჯალილოვმაც საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.

"მისი თქმით, აღნიშნული

გადაწყვეტილება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით მიიღო".
- წერს მარნეული ტვ

მარნეულში სულ 20 მაჟორიტარული ოლქია გახსნილი. 20 ოლქიდან ლელოს მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ 16-ში ჰყავდა წარდგენილი. დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ლელოს მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ 13 ოლქში დარჩა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები