2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბოლნისის
მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი,
ზამურ ჭითანავა გახდა. ზამურ ჭითანავამ 23 338 ხმა მიიღო, რაც ხმების
96,654%-ია.
ბოლნისში მერობის კანდიდატი წარდგენილი ჰყავდა „ლელო - ძლიერ
საქართველოსაც“. „ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ
ჩირაგოვმა, არჩევნებამდე
13 დღით ადრე განაცხადა, რომ ის საკუთარ კანდიდატურას „ქართული
ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ ხსნიდა.
საარჩვენო კოდექსის
შესაბამისად, კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის
მოხსნა არჩევნებამდე არაუგვიანეს
16 დღით ადრე შეუძლიათ, რის გამოც „ლელოს“ მერობის კანდიდატის სახელი
ბიულეტენებში მაინც მოხვდა.
კანდიდატურამოხსნილ ასაფ ჩირგოევს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 808
ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 3,346%-ია.
ბოლნისში „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი და ხმების
93,95% მიიღო პროპორციული სიებით.
რადიო „მარნეული“